ვარკეთილი, 338-ე კორპუსის მიმდებარედ
ტელეფონი: 599 57 12 23

 

მუხიანი – გობრონიძის N10
ტელეფონი: 599 22 09 00
ელ-ფოსტა: Info@tona.ge

წესები და პირობები

ხელშეკრულების დადებისა და გამოყენების ზოგადი პირობები

ბოლო განახლების თარიღი: 2020 წლის 16 დეკემბერი

წინამდებარე გამოყენების ზოგადი წესები და სამართლებრივი ინფორმაცია (შემდგომში, ,,ზოგადი პირობები“) გამოიყენება შპს „კრაფტარეა“ -ის (შემდგომში, 2tona) ვებ-გვერდზე (დომეინი, https://app.2tona.ge/ მასთან დაკავშირებულ მობილურ აპლიკაციასა და ყველა სხვა საიტთან მიმართებით, ასევე 2tona-ს ყველა ვებ-გვერდის, ფილიალის (შემდგომში ერთობლივად მოიხსენება, როგორც – ,,ვებ-გვერდი“). ,,ვებ-გვერდი“ მიეკუთვნება 2tona-ს. ვებ გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით გამოყენების წინამდებარე პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ამ უკანასკნელს, გთხოვთ, არ გამოიყენოთ ვებ-გვერდი.
2tona ხელმისაწვდომს ხდის თავისი მომხმარებლებისთვის (შემდგომში, ,,მომხმარებელი“ ან ,,მომხმარებლები“) თავის ვებ-გვერდსა და მობილურ აპლიკაციას (შემდგომში, ერთობლივად მოხსენიებული, როგორც ,,პლატფორმა“).
ქვემოთ წარმოდგენილია ,,ვებ-გვერდის“ მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:

• კომპანიის სახელწოდება: შპს კრაფტარეა;
• რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, ქ თბილისი, ვაკის რაიონი, ო.ლორთქიფანიძის ქუჩა #1, ბინა2 ;
• კომერციული რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემები: განცხადების რეგისტრაციის ნომერი E20072158;
• საიდენტიფიკაციო ნომერი : 405360595;

1. მიზანი
2tona არის სამზარეულო და კრაფტ ლუდსახარში. რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ქართული ადგილობრივი კრაფტ ლუდის წარმოებას და ასევე ქართულ-ევროპულ მაღალ ხარისხიან სამზარეულოს და შემდგომში პროდუქტის სახით მომხმარებლამდე მიწოდებას დელივერის სერვისის მეშვეობით. წინამდებარე „გამოყენების ძირითად წესებში“, როგორც ,,კლიენტები“, ისე ,,შემსრულებელი“ მოხსენიებულნი იქნებიან, როგორც „პლატფორმის მომხმარებლები“.

 

2. გამოყენების პირობები

პლატფორმაზე შესვლითა და პროფილის ნებაყოფლობით შექმნით, ყველა მომხმარებელი აცნობიერებს და ნათლად და გარკვევით თანხმდება წინამდებარე „ზოგად პირობებზე“, „კონფიდენციალურობის პოლიტიკასა“ და „ქუქი პოლიტიკაზე“. წინამდებარე პირობები, მათ შორის თქვენ მიერ კონფიდენციალობის და ქუქი პოლიტიკაზე გაცემული თანხმობა, ასევე გამოიყენება, თუკი 2tona გადასცემს ან გადააბარებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების საქმიანობას სხვა კომპანიას, რომელშიც 2tona-ს აქვს პირდაპირი თუ არაპირდაპირი წილი (მაგალითად, 2tona-ს ჯგუფის ნებისმიერი კომპანია ან შვილობილი საწარმო) და თუ 2tona ან მისი ჯგუფის რომელიმე კომპანია ჩართულია კომპანიების შერწყმა-შეერთების, გაერთიანების, კონტროლის შეცვლის ან კორპორაციული სტრუქტურის, მნიშვნელოვანი აქტივების გადაცემის, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის პროცესში. 2tona-ს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადასცეს ან გადააბაროს თავის რომელიმე აფილირებულ კომპანიას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების საქმიანობა ან/და ამასთან დაკავშირებით თქვენ მიერ ნებისმიერი კომპანიისთვის გაცემული თანხმობა. 2tona ასევე გატყობინებთ, რომ ნებისმიერ კომპანიასთან შერწყმის ან შეერთების შემთხვევაში, თქვენი მონაცემები შეიძლება გადაეცეს კონკრეტულ კომპანიას და ჩაითვლება, რომ თქვენ მიეცით თანხმობა აღნიშნულ კომპანიას, რა შემთხვევაშიც ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ კომპანიამ შეასრულოს მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

3. მომხმარებელთა წვდომა და რეგისტრაცია

პლატფორმაზე წვდომისა და რეგისტრაციისთვის აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:

  • უნდა იყოთ მინიმუმ 18 წლის;
  • სწორად უნდა შეავსოთ სავალდებულო სარეგისტრაციო ველი პირადი მონაცემებით, როგორიცაა მომხმარებლის სახელი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი და საბანკო ბარათის ნომერი;
  • უნდა დაეთანხმოთ „გამოყენების და სახელშეკრულებო პირობებს“.
  • უნდა დაეთანხმოთ „კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“.
  • უნდა დაეთანხმოთ „ქუქი პოლიტიკას“.

მომხმარებელი გარანტიას იძლევა, რომ 2tona-თვის მიწოდებული ინფორმაცია მის ვინაობასა და ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით ნამდვილი, სწორი და სრულია. ამასთან, მომხმარებელი ვალდებულებას იღებს მუდმივად განაახლოს თავისი მონაცემები.

თუკი მომხმარებელი განათავსებს არასწორ, ცრუ ან არასრულ ინფორმაციას ან თუ 2tona ჩათვლის რომ არსებობს ინფორმაციის ნამდვილობაში ან სისწორეში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი იგი უფლებამოსილია შეუზღუდოს მომხმარებელს პლატფორმაზე, მის შინაარსზე ან/და მომსახურებაზე ამჟამინდელი ან სამომავლო წვდომა და აუკრძალოს მათი გამოყენება.

“პლატფორმაზე“ რეგისტრაციისას, „მომხმარებელმა“ უნდა შეარჩიოს მომხმარებლის სახელი და პაროლი. მომხმარებლის სახელი და პაროლი არის მკაცრად კონფიდენციალური, პირადი ინფორმაცია და არ ექვემდებარება მესამე პირებისთვის გადაცემას.

ანგარიშების უსაფრთხოების გასაზრდელად, 2tona მომხმარებლებს ურჩევს, არ გამოიყენონ სისტემაში შესვლის იგივე ავტორიზაციის მონაცემები, რომლებიც სხვა პლატფორმებზე აქვთ. თუ მომხმარებელი იგივე ავტორიზაციის მონაცემებს გამოიყენებს, რომლითაც სხვა პლატფორმებზე სარგებლობს, 2tona ვერ შეძლებს მისი ანგარიშის უსაფრთხოების დაცვას და ვერ მისცემს მომხმარებელს იმის გარანტიას, რომ მხოლოდ მას ექნება თავის პროფილში შესვლის უფლება.

მომხმარებლები ვალდებულებას იღებენ არ გაამჟღავნონ თავიანთი ანგარიშის შესახებ მონაცემები და არ მისცენ თავიანთ ანგარიშზე წვდომის უფლება მესამე პირებს.  მომხმარებლები ინდივიდუალურად აგებენ პასუხს მათ მიერ თავიანთი ანგარიშის მონაცემების შესახებ ან საიტის სერვისების მესამე პირებისთვის გადაცემით გამოწვეულ შედეგებზე, მათ შორის მათი მომხმარებლის სახელით ან/და პაროლით განხორციელებულ მოქმედებებსა და პლატფორმაზე გაკეთებულ ან გამოქვეყნებულ განცხადებებსა და კონტენტზე. მომხმარებელი პლატფორმაზე მის მიერ გამოქვეყნებული კონტენტის ერთადერთი მფლობელია.

2tona-ს არ შეუძლია უზრუნველყოს რეგისტრირებულ მომხმარებელთა ვინაობის ნამდვილობა, ამიტომ იგი არ იქნება პასუხისმგებელი არარეგისტრირებული მესამე პირების მიერ რეგისტრირებული მომხმარებლების ანგარიშებისა და ვინაობის გამოყენებაზე. მომხმარებლები ვალდებულნი არიან საკომუნიკაციო არხების გამოყენებით დაუყოვნებლივ აცნობონ 2tona-ს მათი სააღრიცხვო მონაცემების მითვისების/გამჟღავნების ან დაკარგვის შესახებ.

 

  1. პროფილი

4.1. პლატფორმაზე სარეგისტრაციო პროცესის დასრულების მიზნით, მომხმარებლები ვალდებულნი არიან მიუთითონ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის მომხმარებლის სახელი, ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საბანკო ბარათის შესახებ ინფორმაცია და ა.შ. რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ, მომხმარებლებს შეუძლიათ შევიდნენ თავიანთ პროფილზე და საკუთარი სურვილის შესაბამისად დაასრულონ/შეცვალონ/გააუქმონ რეგისტრაცია. 2tona არ ინახავს მომხმარებელთა საბანკო რეკვიზიტებს, რომლის დამუშავებასა და შენახვაზე პასუხისმგებელია გადახდის სერვისის მიმწოდებელი, როგორც აღწერილია წინამდებარე პირობებში და კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

 4.2. საკრედიტო ბარათის მოპარვა ან მოცილება 

რადგანაც 2tona-ს არ შეუძლია რეგისტრირებული მომხმარებლების ვინაობის ნამდვილობის უზრუნველყოფა, მომხმარებლებს აკისრიათ ვალდებულება შეატყობინონ 2tona-ს ანგარიშზე მითითებული საკრედიტო ბარათის მესამე პირის მიერ მითვისების ან/და თაღლითური გზით გამოყენების შესახებ.   რადგანაც 2tona და მისი გადახდის პლატფორმა მომხმარებელთა დაცვას  შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გამოყენებით უზრუნველყოფს,  მომხმარებელი ვალდებულია შეატყობინოს 2tona-ს დაკარგული ბარათის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში 2tona არ იქნება პასუხისმგებელი ბარათის მესამე პირების მიერ თაღლითური გზით გამოყენებაზე. 2tona ურჩევს მომხმარებლებს, შეატყობინონ პოლიცია მათი საკრედიტო ბარათის მოპარვის, მითვისების ან საეჭვო გამოყენების შესახებ.

საჭიროების შემთხვევაში, 2tona  ითანამშრომლებს მომხმარებელთან და კომპეტენტურ ორგანოებთან ბარათიდან არასწორად ჩამოწერილი თანხის საიმედო მტკიცებულების მისაწოდებლად. თაღლითობის შემთხვევაში, 2tona ინარჩუნებს უფლებას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, თუკი აღნიშნული ზიანი გამოწვეულია საიტის ბოროტად გამოყენებით.

 

1.მომსახურების განხორციელება. დავალების პირობები

თუკი „კლიენტად“ რეგისტრირებულ მომხმარებელს დავალების შესრულებაში დახმარება სჭირდება, მას შეუძლია  2tona-ს შესაბამის პლატფორმაზე ან აპლიკაციაში შესვლა და მისი გამოყენებით მომსახურების მოთხოვნა. მარტივი საკურიერო მომსახურება მოიცავს პროდუქტის აღებას და შემდეგ მის მიწოდებას შემსრულებლის მიერ მითითებულ მისამართზე, იმ პირობით, რომ პროდუქტის აღების და მიწოდების ადგილი მდებარეობს 2tona-ს სამოქმედო არეალში. ანალოგიურად, კლიენტმა შესაძლოა მოსთხოვოს შემსრულებელს პროდუქტების მისი სახელით შეძენა, აღება და მითითებულ მისამართზე მიწოდება.  შემსრულებელი იღებს დავალებას შეისყიდოს შემსრულებლის მიერ შეკვეთილი პროდუქტები ამ უკანასკნელის სახელით, მის მიერ გაკეთებული მითითებებისა და ინსტრუქციების გათვალისწინებით.

„კლიენტები“ პასუხს აგებენ მისამართების სწორად მითითებაზე, შესაბამისად ისინი ათავისუფლებენ 2tona -სა და შემსრულებელს არასწორი მისამართის მითითებით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან. კლიენტი ვალდებულია აანაზღაუროს პლატფორმაზე პროდუქტების აღებისა და მიწოდების  ადგილის არასწორი მისამართის განთავსებისთვის გაწეული ხარჯები.

შემსრულებელთან პირდაპირი კომუნიკაციის ხელშესაწყობად და შეკვეთის დამუშავებისას ნებისმიერი ინციდენტის წარმოქმნის შემთხვევაში ან/და შეკვეთის შეცვლის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, 2tona ხელმისაწვდომს გახდის მომხმარებლებისთვის შიდა ჩატის სისტემას, რომელიც შეკვეთის შესრულების პროცესში მომხმარებლისა და შემსრულებელს შორის პირდაპირ და უშუალო კონტაქტს უზრუნველყოფს. ჩატის სესია დეაქტივირდება მომხმარებლის მიერ პროდუქტის მიღებისთანავე, ან შეკვეთის გაუთვალისწინებელი მიზეზით გაუქმების შემთხვევაში. თუ მომხმარებელს სურს დაუკავშირდეს შემსრულებელს ან 2tona-ს შეკვეთის დასრულების შემდეგ, მან უნდა გამოიყენოს პლატფორმაზე არსებული საკონტაქტო ფორმა და დაუკავშირდეს კლიენტთა მომსახურების განყოფილებას.

კლიენტი ათავისუფლებს 2tona-ს და შემსრულებელს შეკვეთილ პროდუქტთან დაკავშირებით შემსრულებლის მიერ დაუდევრად ან შეცდომით გაკეთებული მითითებების შედეგად გამოწვეული პასუხისმგებლობისგან. ამის შედეგად, კლიენტს ეკისრება პლატფორმაზე პროდუქტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის (როგორიცაა არასწორი მისამართი ან პროდუქტი) შევსების შედეგად წარმოშობილი ხარჯების დაფარვა.

თუკი პროდუქტის ან მომსახურების საფასური არ ჩანს პლატფორმაზე და იმის გათვალისწინებით, რომ პლატფორმაზე მითითებული ფასები საორიენტაციოა, კლიენტს შეუძლია დაადგინოს მიახლოებითი ფასი. ასეთ შემთხვევაში, შემსრულებელი პირადად შეიძენს მომსახურებას ან პროდუქტს შემსრულებლის მიერ განსაზღვრული ფასის ფარგლებში. შემსრულებლის მიერ გადახდილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს შემსრულებლის მიერ დადგენილი მიახლოებითი ფასის 30%ს. თუკი ფასი უფრო მაღალია, შემსრულებელი უნდა დაუკავშირდეს კლიენტს და შეატყობინოს მას ამის შესახებ, რის შემდეგაც კლიენტი გადაწყვეტს სურს თუ არა შესყიდვის განხორციელება.

თუკი პროდუქტი ან/და სერვისი არ არის ხელმისაწვდომი, შემსრულებელი ვალდებულია დაურეკოს კლიენტს და მიაწოდოს ინფორმაცია სხვა ხელმისაწვდომი ვარიანტების შესახებ. თუ კლიენტი არ დათანხმდება შემსრულებლის მიერ გაკეთებულ შემოთავაზებებს ან ზოგადად არ განიხილავს ალტერნატიულ შემოთავაზებას, იგი დაექვემდებარება შეკვეთის გაუქმების პოლიტიკით დადგენილ წესებს,  რომელიც წინამდებარე „გამოყენების ზოგად პირობებშია“ მოცემული (მეათე მუხლი).  თუკი კლიენტი არ პასუხობს ტელეფონს, შემსრულებელი ვალდებულია ადგილის დატოვებამდე მოიცადოს 5 წუთი.

თუკი კლიენტი არ იმყოფება მიწოდების ადგილზე, კლიენტს ეკისრება კურიერის მომსახურების საფასურის 100%ისა და კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად შეკვეთილი და შემსრულებლის მიერ შეძენილი პროდუქტის საფასურის გადახდა.  მისაწოდებელი პროდუქტების მიღების მიზნით კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს ახალი მომსახურების საფასური. შემსრულებელი არცერთ შემთხვევაში არ აგებს პასუხს შეკვეთილი პროდუქტის მდგომარეობის გაუარესებაზე ან მისი მოხმარების ვადის გასვლაზე.

დავალების შესრულების შემდეგ, თუკი მომხმარებელი შეკვეთის გაფორმებისას უთითებდა ქვითრის წარდგენას მაშინ შემსრულებელი ვალდებულია მიაწოდოს კლიენტს ამ პროდუქტის შეძენის ქვითარი. ამასთან ერთად, კლიენტი მის მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე მიიღებს მომსახურების სანაცვლოდ გაცემულ ელექტრონულ ქვითარს.

6. პროდუქტის დაბრუნება

თუ კლიენტს სურს პროდუქტის უკან დაბრუნება ან მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენა, 2tona-ს უნდა წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნა მომსახურების და პროდუქტის ნაკლთან დაკავშირებით, რასაც 2tona განიხილავს გონივრულ ვადებში და მიიღეებს შესაბამის ზომებს.

თუკი მომხმარებელს სურს პროდუქტის დაბრუნება იმის გამო, რომ იგი არ შეესაბამებოდა პლატფორმაზე განთავსებულ შეკვეთას, (კერძოდ, რაოდენობას და პროდუქტის სახეობას) იგი ვალდებულია მიაწოდოს სრული შეკვეთის ფოტოები, არასწორი ან მიუღებელი პროდუქტების სია და აგრეთვე მოთხოვნილი პროდუქტის შეუსაბამობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები.

კლიენტი ვალდებულია შეატყობინოს 2tona-ს ამ მიზნისთვის ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით.

 

7.მომსახურების საფასური და ინვოისების გამოწერა

პლატფორმაზე რეგისტრაცია და მისი გამოყენება უფასოა კლიენტებისთვის.

კლიენტმა უნდა გადაიხადოს პლატფორმის მეშვეობით მოთხოვნილი თითოეული მომსახურების საფასური, რაც მოიცავს პლატფორმის გამოყენებას პროდუქტების შეკვეთისთვის და მის მეშვეობით კომუნიკაციას, მომსახურებას.  ამასთან კლიენტი პროდუქტის შესყიდვის მომსახურების გაწევისას ვალდებულია გადაიხადოს  ამგვარი პროდუქტის ფასი. პლატფორმაზე რეგისტრაციითა და საბანკო მონაცემების მითითებით, მომხმარებლები ანიჭებენ 2tona-ს უფლებამოსილებას, გასცეს მოთხოვნილი მომსახურების საფასურის, მათ შორის შეკვეთილი პროდუქტების ფასისა და მიწოდების მომსახურების გადახდის დამადასტურებელი  ქვითრები.

თითოეული მომსახურების სრული საფასური შეადგენს ცვალებად ღირებულებას, რომელიც დამოკიდებულია შემსრულებლის მიერ განვლილ მანძილზე, 2tona უფლებამოსილია მომსახურების გაწევის დროის მონაკვეთისა და გავლილი მანძილის შესაბამისად შეცვალოს მომსახურების გაწევის ფასი. წინამდებარე პირობების შესაბამისად, კლიენტი უფლებამოსილია ხელშეკრულების დადებისა და გადახდის განხორციელებამდე იცოდეს მომსახურების მიახლოებითი ფასი. მიწოდების მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს 2tona-ს კონტროლს მიღმა არსებული ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს.

მომსახურების საფასური შეიძლება მოიცავდეს წვრილმან გასამრჯელოს შემსრულებლისთვის.

2tona უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს პლატფორმაზე განთავსებული ფასები. ამგვარი ცვლილებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. მომხმარებელი უფლებამოსილებას ანიჭებს 2tona-ს გაუგზავნოს მას მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ქვითრები ან/და ინვოისები რეგისტრაციის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუკი მომხმარებელი ითხოვს ინვოისს, იგი ვალდებულია შეკვეთის გაკეთებამდე პლატფორმაზე მიუთითოს თავისი საგადასახადო მონაცემები.

 

8. პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტების ან/და მომსახურების საფასური

პლატფორმაზე მითითებული ფასები მოიცავს ნებისმიერ გადასახადს, რომელიც  გამომდინარეობს  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან და გამოიხატება  ეროვნულ ვალუტაში.

წინამდებარე მუხლის შესაბამისად, თითოეული მომსახურების შესაბამისი საფასური  პლატფორმაზე გამოქვეყნდება  ზემოთ მოცემული კონკრეტული მახასიათებლების გათვალისწინებით და ავტომატურად გამოიყენება სახელშეკრულებო პროცესის ბოლო ეტაპზე.

 

9. მასტიმულირებელი კოდები ან/და სხვა შეთავაზებები და ფასდაკლებები

შეკვეთის გაკეთებამდე აპლიკაციაში სწორად უნდა იქნეს შეყვანილი მასტიმულირებელი კოდები ან/და სხვა შეთავაზებები და ფასდაკლებები.  სხვა შემთხვევაში, შეკვეთას არ ექნება ძალა და მომხმარებელი ვერ ისარგებლებს აპლიკაციით.

2tona- ს შეუძლია ნებისმიერ დროს და ცალმხრივად მიანიჭოს კრედიტი პლატფორმის შემადგენლობაში გამოყენების ან გარკვეული მომხმარებლისთვის უფასო გადაზიდვის შესახებ. მომხმარებელი აცნობიერებს და აღიარებს, რომ კრედიტი და უფასო ტრანსპორტირება უნდა იქნას გამოყენებული ექვსი (6) თვის განმავლობაში, საკრედიტო ან უფასო გადაზიდვის შესახებ, პლატფორმაზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი.

მე-10 მუხლის შესაბამისად 2tona-ს მიერ შეკვეთის გაუქმებისას, კლიენტი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მასტიმულირებელი კოდი ან/და სხვა შეთავაზება და ფასდაკლება ვარგისია აპლიკაციის შემდეგი გამოყენებისთვის. მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაუქმებისას გამოიყენება მე-10 მუხლით გათვალისწინებული პირობები.

2tona ინარჩუნებს უფლებას გააუქმოს მასტიმულირებელი კოდები ან/და სხვა შეთავაზებები და ფასდაკლებები, თუ მისთვის ცნობილი გახდება მათი თაღლითური გზით გამოყენების შესახებ (როგორიცაა, მაგალითად, მასტიმულირებელი კოდის გამოსყიდვა იმ პირის მიერ, რომელიც არ არის ამ კოდის კანონიერი მიმღები, კოდების მასობრივი კომუნიკაცია, ან კოდების და ფასდაკლებების შეთავაზებების  გაყიდვა). გარდა ამისა, ის ინარჩუნებს უფლებას დააწესოს საჯარიმო სანქციები ასეთ მომხმარებლებზე იმ ოდენობით, რა ოდენობითაც კომპანიამ იზარალა აღნიშნული თაღლითური ქმედების შედეგად.

სარეკლამო კოდები არ არის კუმულური. მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ისარგებლოს 1 (ერთი) სარეკლამო კოდიდან თითო შეკვეთით. პროგრამა ავტომატურად შეარჩევს სარეკლამო კოდს, რომელიც გამოიყენება.

თავის მხრივ, სარეკლამო კოდების გამოყენება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროგრამებში შეთავაზებულ რეკლამებში.

იკრძალება იმავე მომხმარებლისთვის რამდენჯერმე დარეგისტრირება, რათა მიიღონ უკანონო შეღავათები, რომლებიც არ არიან კეთილსინდისიერი, მავნე, ან ეს ეწინააღმდეგება ჩვენს პირობებსა და პირობებს.

 

2tona-ს მიერ შემოთავაზებული მომსახურების ტიპის შესაბამისად, მომხმარებელი აცნობიერებს, რომ როდესაც შემსრულებელი ნებაყოფლობით მიიღებს შეკვეთას, შესყიდვის დავალების შესრულება დაწყებულად ჩაითვლება და მომხმარებელს აღარ ექნება უფლება საფასურის გადახდის გარეშე გააუქმოს მომსახურება.

მომხმარებელს შეუძლია უფასოდ გააუქმოს შეკვეთა შეკვეთის დასაწყისში, სანამ ის არ გადაეცემა პლატფორმაზე ან/და ელფოსტით მომხმარებლის მიერ დარეგისტრირებულ მისამართზე (მაგ., შეკვეთის დადასტურება, სავაჭრო დაწესებულების მიერ შეკვეთის მომზადების დაწყება ან შემსრულებლის ნებაყოფლობითი თანხმობა შეკვეთის დამუშავებაზე).

ამიტომ, თუკი მომხმარებელი გააუქმებს შეკვეთას, მას შემდეგ, რაც ის პლატფორმაზე განთავსდება, მომხმარებელს დაეკისრება შემსრულებლის მიერ შეთავაზებული მომსახურების თანხის და შეკვეთის გაუქმების საფასურის გადახდა, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე.

თუკი მომხმარებელს მითითებული აქვს დანიშნულების ადგილის არასწორი მისამართი, 2tona უფლებამოსილია, გააუქმოს შეკვეთა და დააკისროს მომხმარებელს პროდუქციისა და გაუქმების (Cancellation fee) ღირებულება.

 

11. ალკოჰოლის შეძენა

მომხმარებელი, რომელიც პლატფორმის მეშვეობით უკვეთავს ალკოჰოლური სასმელების შეძენას/მიწოდებას, უნდა იყოს სრულწლოვანი, ე.ი. 18 წლის ან უფრო დიდი. როდესაც შეკვეთა მოიცავს ალკოჰოლურ სასმელებს, მომხმარებელი ადასტურებს რომ არის მინიმუმ 18 წლის.  2tona იტოვებს უფლებას უარი თქვას ალკოჰოლური სასმელის შეძენასა და მიწოდებაზე თუკი მომხმარებელი ვერ დაადასტურებს თავის სრულწლოვანებას.

 

 

12 . მომხმარებელთა ვალდებულებები

მომხმარებლებს აკისრიათ სრული პასუხისმგებლობა თავიანთი პროფილის და პლატფორმის შესაფერის გამოყენებაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იქნება ეს ეროვნული თუ საერთაშორისო,  განსაკუთრებით, ისინი ვალდებულებას იღებენ კეთილსინდისიერად შეასრულონ „გამოყენების ზოგადი პირობები“. მომხმარებლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა თავისი მომხმარებლის სახელისა და პაროლის სწორ შეტანაზე, რომელიც არ უნდა გადაეცეს სხვა პირებს და უნდა იყოს საკმარისად რთული. მომხმარებლებმა ასევე არ უნდა გამოიყენონ იგივე მომხმარებლის სახელი და პაროლები, რითაც სხვა პლატფორმებზე სარგებლობენ, რაც უზრუნველყოფს მათი ანგარიშის დაცვას თაღლითური გამოყენებისგან მესამე პირების მიერ, რომლებიც ამ პლატფორმას არ მიეკუთვნებიან.

 

მომხმარებლებმა თავი უნდა შეიკავონ თავიანთი პროფილისა და პლატფორმის სხვა შინაარსის უკანონო გამოყენებისგან ან უკანონო მოქმედებებისგან, რაც მესამე პირების უფლებებისა და ინტერესებისთვის საზიანოა, ან რამაც შესაძლოა რაიმე გზით დააზიანოს, ქმედუნარიანობა დაუკარგოს, ან ზეგავლენა იქონიოს პლატფორმაზე, მის შინაარსსა და მომსახურებაზე.   დამატებით, მომხმარებლებს ეკრძალებათ სხვა მომხმარებლების მიერ პლატფორმის გამოყენებისთვის ხელის შეშლა.

2tona-ს შესაძლოა არ ჰქონდეს რედაქციული პასუხისმგებლობა და იგი გარკვევით აცხადებს, რომ არ უჭერს მხარს არცერთ განცხადებას, რომელიც მომხმარებლების მიერ იქნება განთავსებული პლატფორმაზე. ამგვარი განცხადებებით დამდგარ შედეგებზე მხოლოდ მომხმარებლები აგებენ პასუხს.

ნებისმიერი პირი, რომელიც დაარღვევს ზემოთხსენებულ ვალდებულებებს, პასუხისმგებელი იქნება მის მიერ გამოწვეულ ზიანზე. 2tona არ აღიარებს პასუხისმგებლობას იმგვარ ზიანზე, რომელიც წარმოიშობა მესამე პირების მიერ პლატფორმის უკანონო გამოყენებით ან მესამე პირების მიერ პლატფორმაზე წვდომით.

ზოგადად, მომხმარებლები პასუხისმგებლობას იღებენ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე:

  • თავი შეიკავონ პლატფორმის სრულად ან ნაწილობრივ შეცვლისაგან, გადაყიდვის, ქმედუნარიანობის დაკარგვის ან ნებისმიერი სხვა გზით ჩარევისგან პლატფორმის ფუნქციებსა და მომსახურებაში;
  • თავი შეიკავონ ინდუსტრიული და ინტელექტუალური საკუთრების უფლებაში ჩარევისგან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ წესების დარღვევისგან;
  • თავი შეიკავონ პლატფორმის მეშვეობით შეურაცყოფის მიყენების, სხვა მომხმარებლების სახელის გატეხვის, შეშინების, შეწუხებისა და მათ იმიჯზე თავდასხმისაგან; თავი შეიკავონ სხვა მომხმარებლების ელ. ფოსტისა და ანგარიშების გამოყენებისგან;
  • თავი შეიკავონ კომპიუტერული ვირუსების, კორუმპირებული ფაილებისა და სხვა პროგრამული საშუალებების გამოყენებისგან, რამაც შესაძლოა დააზიანოს 2tona-ს ან მესამე პირების ინფორმაცია ან ზოგადად სისტემა;
  • თავი შეიკავონ ადამიანებისთვის ელ. შეტყობინებების მასიურად ან/და პერიოდულად გაგზავნისგან ან მესამე პირებისთვის ელ. ფოსტის მისამართების გაზიარებისგან თანხმობის გარეშე;
  • თავი შეიკავონ საქონლისა და მომსახურების 2tona-ს წინასწარი თანხმობის გარეშე რეკლამისაგან.

13 . მომხმარებელთა მიერ რეგისტრაციის გაუქმება

მომხმარებლებმა შესაძლოა გააუქმონ პლატფორმაზე რეგისტრაცია „საკონტაქტო ფორმის“ საშუალებით ელ. ფოსტის გაგზავნით.

2tona იტოვებს უფლებას წაშალოს ნებისმიერი უკანონო ან შეურაცხმყოფელი შეტყობინება წინასწარი გაფრთხილების ან შემდგომი შეტყობინების გარეშე.

14. 2tona-ს პასუხისმგებლობა

მომხმარებლები პასუხისმგებლები არიან პლატფორმაზე წვდომის მიზნებისთვის აუცილებელი მომსახურებებისა და ინტერნეტში შესვლისთვის საჭირო აღჭურვილობის ქონაზე. მომხმარებლებს შეუძლიათ განაცხადონ ნებისმიერი ინციდენტი ან პრობლემა რომელიც 2tona-ს პლატფორმაზე წვდომის შედეგად წარმოიშობა, მათთვის ხელმისაწვდომი საკონტაქტო საშუალებების გამოყენებით. 2tona გაანალიზებს შემთხვევას  და დაეხმარება მომხმარებელს ამ პრობლემის სწრაფად გადაჭრაში.

2tona არ აკონტროლებს და არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ პლატფორმის მეშვეობით განთავსებულ ინფორმაციაზე და მომხმარებლები თავად არიან პასუხისმგებლები ამგვარი ინფორმაციის კანონიერებაზე.

2tona არ იქნება პასუხისმგებელი მომსახურების გაწევისას არსებულ შეფერხებებზე, კავშირის დამყარების შეცდომებზე, ინტერნეტზე წვდომის მომსახურების არ ქონაზე, ინტერნეტის შეფერხებაზე ან მის კონტროლს მიღმა არსებულ სხვა საკითხებზე.

2tona არ აღიარებს პასუხისმგებლობას უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეცდომაზე, რაც შესაძლოა წარმოიშვას მომხმარებლის კომპიუტერის სისტემის მიერ გამოწვეული ზიანისგან (კომპიუტერული აღჭურვილოდა და პროგრამები), ან მასში არსებული ფაილების ან დოკუმენტებისგან, შემდეგ შემთხვევებში:

  • მომხმარებლის კომპიუტერის სისტემაში ან მობილურ ტელეფონში ვირუსების არსებობისას;
  • ვებ-ბრაუზერის გაუმართაობისას;
  • ვადაგასული ვერსიის გამოყენებისას.

15. პასუხისმგებლობა ინფორმაციის შინაარსზე

2tona არ აკონტროლებს (და არ აქვს კონტროლის ვალდებულება) მომხმარებლების მიერ პლატფორმის გამოყენებას. შესაბამისად იგი გარანტიას ვერ იძლევა, რომ მომხმარებლები პლატფორმას გამოიყენებენ წინამდებარე „ზოგადი პირობების“ შესაბამისად ან წინდახედულად და გულმოდგინედ. 2tona არ ამოწმებს (და არ აქვს შემოწმების ვალდებულება) მომხმარებელთა ვინაობას ან მათ მიერ მიწოდებული მონაცემების სისწორეს, ნამდვილობას, სისრულეს ან/და ავთენტურობას.

2tona უარყოფს ნებისმიერ პასუხისმგებლობას მომხმარებელთა მიერ პლატფორმის უკანონოდ გამოყენებით ან თავიანთი თავის შესახებ სხვა მომხმარებლებისთვის არასწორი, ცრუ, ბათილი, არასრული ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეულ ზიანზე, კერძოდ, თუმცა არამხოლოდ, იმგვარ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე მესამე პირის განსახიერებით და ამ გზით სხვებთან კომუნიკაციის დამყარებით. 2tona არ აგებს პასუხს მომხმარებლის ანგარიშის მესამე პირის მიერ გამოყენებაზე.

ზემოთხსენებულის მიუხედავად, 2tona იტოვებს უფლებას სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდოს კონკრეტული მომხმარებლების წვდომა პლატფორმაზე, ისევე როგორც, უფლებას შესაფერისი ტექნოლოგიური საშუალებებით გააუქმოს, გადადოს, დაბლოკოს ან წაშალოს გარკვეული ტიპის შინაარსი,

ზემოთხსენებულის მიუხედავად, 2tona იტოვებს უფლებას სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდოს კონკრეტული მომხმარებლების წვდომა პლატფორმაზე, ისევე როგორც, უფლებას შესაფერისი ტექნოლოგიური საშუალებებით გააუქმოს, გადადოს, დაბლოკოს ან წაშალოს გარკვეული ტიპის შინაარსი, თუკი იგი აღმოაჩენს რომ მოქმედება ან შენახული ინფორმაცია უკანონოა ან საზიანოა მესამე პირების უფლებებისა და ქონებისთვის. ამასთან დაკავშირებით, „2tona მ“ შესაძლოა დაადგინოს ფილტრები რომლებიც აუცილებელია უკანონო მომსახურების გაწევის ან საზიანო შინაარსის მქონე ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების თავიდან აცილების მიზნით.  პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებით, მომხმარებლები ანიჭებენ 2tona-ს მიწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე საექსპლუატაციო უფლებებს.

 

16. პლატფორმის განახლება და შეცვლა

2tona იტოვებს წინამდებარე „ზოგადი პირობების“, „კონფიდენციალურობის პოლიტიკისა“ და „ქუქის პოლიტიკის“ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე შეცვლის უფლებას. პლატფორმაზე წვდომის მიღებამდე მომხმარებლები ყურადღებით უნდა გაეცნონ წინამდებარე „ზოგად პირობებს“. ნებისმიერ შემთხვევაში, „ზოგად პირობებზე“ დათანხმება აუცილებელი ნაბიჯია „2tona-ს აპლიკაციის საშუალებით მომსახურებისა და ინფორმაციის მიღებისთვის.

დამატებით, 2tona იტოვებს უფლებას განაახლოს, შეცვალოს ან წაშალოს თავის პლატფორმაზე არსებული ინფორმაცია დაგეგმარების, წარმოდგენისა და წვდომის პირობების შესახებ, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინებისა და პასუხისმგებლობის დადგომის გარეშე. 2tona არ იძლევა გარანტიას, რომ პლატფორმაზე შეღწევისას არ წარმოიშობა შეფერხებები და რომ პლატფორმა მუდმივად განახლებულ მდგომარეობაში იქნება. ამის მიუხედავად, 2tona ვალდებულია, გააკეთოს ყველაფერი ამგვარი შეცდომების გამოსწორების, კომუნიკაციის აღდგენის და ინფორმაციის განახლების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შესასრულებლად მეტისმეტად რთული ან შეუძლებელია.

17. ინტელექტუალური საკუთრება

2tona ფლობს ყველა იმ ინტელექტუალური და ინდუსტრიული საკუთრების უფლებას, რომელიც მოცემულია  პლატფორმაზე, მათ შორის მასზე არსებული შინაარსის.  პლატფორმის ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ისევე როგორც ტექსტი, სურათები, გრაფიკული დიზაინი, დათვალიერების სტრუქტურა, ინფორმაცია და შინაარსი წარმოადგენს 2tona-ს საკუთრებას.

მომხმარებლისთვის პლატფორმაზე წვდომის შესაძლებლობის მიცემა არ გულისხმობს 2tona-ს მიერ ინტელექტუალური ან ინდუსტრიული საკუთრების უფლებაზე უარის თქმას, ამ უფლებების სრულად ან ნაწილობრივ გადაცემას ან ლიცენზიის გაცემას.  2tona-ს პლატფორმის შინაარსის წაშლა, სხვაზე მიყიდვა, ან ნებისმიერი გზით გაყალბება აკრძალულია. ამასთანავე აკრძალულია 2tona-ს პლატფორმაზე არსებული ინფორმაციის საჯარო ან კომერციული მიზნებით შეცვლა, ასლის გაკეთება, ხელმეორედ გამოყენება, ექსპლუატაცია, რეპროდუქცია, გამოქვეყნება და მეორადი გამოცემა ფაილების ატვირთვით, პოსტით გაგზავნით, გადაცემით, გამოყენებით, გადამუშავებით ან ნებისმიერი სხვა დისტრიბუციის საშუალებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 2tona რომელიმე ზემოთხსენებული მოქმედების განხორციელებაზე ნათლად გასცემს წერილობით თანხმობას.

ნებისმიერი მომხმარებელი, ვინც პლატფორმის მეშვეობით გააზიარებს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მას აქვს ამის გაკეთების აუცილებლობა და რომ ათავისუფლებს 2tona-ს მიწოდებული ინფორმაციის კანონიერებასთან დაკავშირებული ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. პლატფორმის საშუალებით ინფორმაციის მიწოდებით, მომხმარებლები ყოველგვარი საზღაურის გარეშე ანიჭებენ 2tona-ს ინტელექტუალური ან ინდუსტრიულ საკუთრების საექსპლუატაციო უფლებებს, კანონის ფარგლებში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით.

 

18. ნაწილობრივი ქმედითობა

თუკი წინამდებარე „ზოგადი პირობების“რომელიმე ნორმა გაბათილდება ან  კანონის შესაბამისად ძალას დაკარგავს, იგი აღარ ჩაითვლება ხელშეკრულების ნაწილად.  ამგვარი გაბათილება არ გამოიწვევს ხელშეკრულების სხვა ნორმების ბათილობას, შესაბამისად აღნიშნული ხელშეკრულება იქნება ნამდვილი და მოქმედი.

 

19. გამოსაყენებელი სამართალი

2tona-სა და მომხმარებელს შორის არსებულ ურთიერთობას არეგულირებს „ზოგადი პირობები“, რომელთა განმარტების, ნამდვილობისა და აღსრულების საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; და ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს საქართველოს სასამართლოების მიერ.