ვარკეთილი, 338-ე კორპუსის მიმდებარედ
ტელეფონი: 599 57 12 23

 

მუხიანი – გობრონიძის N10
ტელეფონი: 599 22 09 00
ელ-ფოსტა: Info@tona.ge

2tona

რატომ კრაფტ ლუდი?

Ეს მარტივი,თუმცა შესაძლოა ძნელი კითხვაცაა, რადგან ამის უამრავი მიზეზი არსებობს. Ამიტომ, როდესაც ვინმე ამ კითხვას დაგისვამთ და  პასუხის გაცემა გაგიმარტივდეთ, გთავაზობთ 6 მიზეზს, თუ რატომ კრაფტ ლუდი

 

 

1. როცა არომატი მთავარია

 

     Კრაფტ ლუდი არის მთლიანად არომატი, საინტერესო ლუდი ,რომელსაც ხალხი აგემოვნებს და მთელი გულით იყვარებს. Მაგალითად, თუ ეძებთ ლუდს  კარამელის ნოტებით, ‘აპა’ იდეალური ვარიანტი იქნება თქვენთვის. Ან, თუ უფრო მწარე გემოები გიზიდავთ, ‘იპა’ -ს დაგემოვნებას გირჩევთ.

Ლუდი ეს მხოლოდ ლუდი არ არის – აქ სრულიად სხვა არომატების სამყარო იშლება თვალწინ.

 

 

2. Მარავლფეროვნება, მრავალფეროვნება, მრავალფეროვნება

 

     Იმდენი განსხვავებული კრაფტ ლუდი არსებობს, იმდენი არომატისა და სტილის არჩევანია, რომ თვით ‘full – time’ კრაფტ ლუდის მსმელიც კი ვერ იოცნებებს  მსოფლიოში არსებული ყველა ტიპის კრაფტ ლუდის დაგემოვნებაზე.

 

 

3. თითოეული კრაფტ ლუდის უკან ისტორიაა

 

     Კრაფტ ლუდი  მთელი გულით გამოხატული კრეატიულობაა; სტილი და რეცეპტები ყოველთვის ორიგინალური და ლუდის მხარშველის ინტერესებსა და გემოვნებაზეა დაფუძნებული. როგორც ყველა მეღვინეობას აქვს ისტორია, ასევე აქვს თითოეულ ლუდსახარშსაც.

 

 

4. Ხარისხი მეფეა

 

     Კრაფტ ლუდი – ეს ხარისხია; ფაქტი,რომ ფოკუსირება ხდება ტრადიციულ ინგრედიენტებზე, იმაზე მეტყველებს, რომ ლუდის მხარშველები იყენებენ მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტებს მიუხედავად მათი რაოდენობისა და ღირებულებისა.

Კრაფტ ლუდი არ არის  მასობრივი მოხმარებისთვის მეინსტრიმ ლუდის მსგავსად.Კრაფტ ლუდი არის ჯანსაღი რაოდენობის, ზომიერი დაგემოვნებისთვის.

 

 

5. Ლუდისა და საკვების  შეხამების Ახალი, გაბედული სამყარო 

 

     Კრაფტ ლუდი ზედმეტად კარგად ესაბამება საკვებს. Ეს კი 4 ინგრედიენტისა და მათი მრავალფეროვანი გამოხატულებების დამსახურებაა. Არსებობს უთვალავი ტიპის სვია, მარცვლეული, საფუარი.  მათ საბოლოო არომატზე ხარშვის მეთოდი და წყალიც კი ახდენს ზეგავლენას. Თქვენი საკვებისთვის იდელაური ლუდის შეხამება( და პირიქით), თქვენს გამოცდილებას სრულიად სხვა საფეხურამდე აამაღლებს.

 

 

6. Შესაძლებელია კრაფტ ლუდი თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს?

 

     კრაფტ ლუდს ღვინისნაირი ბენეფიტები აქვს, უფრო მეტიც კი. Ის შეიცავს B ვიტამინს, სელენიუმს და ჰიდრატებს ზომიერად მოხმარებისას.