ვარკეთილი, 338-ე კორპუსის მიმდებარედ
ტელეფონი: 599 57 12 23

 

მუხიანი – გობრონიძის N10
ტელეფონი: 599 22 09 00
ელ-ფოსტა: Info@tona.ge

2tona

რა არის კრაფტ ლუდი?

რა არის ,,კრაფტ’’ლუდი?ამის განსაზღვრა ძალიან რთულია, რადგან მისი ხარშვის პროცესი მთლიანად დამოკიდებულია ტექნოლოგის იმპროვიზაციაზე,  ექსპერიმენტებსა და გამოცდილებაზე.

2 სიტყვით, რომ გამოვხატოთ მისი განსაზღვრება, ჟღერს ასეპატარა და დამოუკიდებელი.

ის არის განსხვავებული გემოსი, არომატისა და სტრუქტურის და ამავდროულად სრულიად ფრეში. მას არ უკეთდება მავნე დანამატები და პასტერიზაცია, რის შემდეგაც ლუდი სრულად კარგავს ყველა დადებით თვისებას და წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის არასასურველ პროდუქტს.

ლუდის კატეგორიები

ზოგადად ლუდი ორ ძირითად კატეგორიად იყოფალაგერი და ეილი.

მათ შორის მომხმარებლისათვის ძირითადი განსხვავება გემოში, არომატსა და სტრუქტურაშია. მაგრამ ლუდის მხარშავებისთვის განსხვავება უფრო სიღრმისეულია. ეს არც ფერია, არც არომატი, არც სვია და არც ალაოა. მარტივად, რომ ვთქვათ, ლაგერის ხარშვისას გამოიყენება რადიკალურად განსხვავებული საფუარი და ამის გამო სულ სხვა არომატებს ვიღებთ. ეილის შემთხვევაში საფუარი ზევით რჩება, რადგან მისი ფერმენტაცია ცხელად ხდება, ხოლო ლაგერისა ილექება ქვევით, რადგან მისი ფერმენტაცია ცივად მიმდინარეობს.

ვიზუალი

განა რამეს ისე დადებითად შეუძლია გააღვიძოს გრძნობა, როგორც კათხაში მოთავსებულ კარგად ჩამოსხმულ კრაფტ ლუდს? იგი შესაძლოა იყოს ძალიან ღია ოქროსფერი, ქარვის, სპილენძის, ყავისფერი ან შავი. კრაფტ ლუდს ყოველთვის ესთეთიკურად სასიამოვნო ვიზუალი აქვს. ის შესაძლოა იყოს გაფილტრულიც და გაუფილტრავიც. სქელი ქაფი მისი მნიშვნელოვანი გარეგნული ნაწილია.

არომატი

ცხვირს ყველაზე უკეთ შეუძლია არომატის აღქმა. პირველივე ყნოსვით კრაფტ ლუდი წარმოდგენას შეგიქმნით მის შემადგენლობაზე. სვია, ალაო და საფუარი არომატულ მრავალსახეობას და მის ხარისხს ქმნის. ალაოს, ხილის, ყვავილების, სანელებლების, ფიჭვის, ციტრუსებისა და სხვა არომატები კრაფტ ლუდს საოცრად სასიამოვნოდ დასაგემოვნებელს ხდის.

გემო

კრაფტ ლუდის მსგავსი გემოები მსოფლიოში არცერთ სასმელს არ გააჩნია. კრაფტ ლუდი შეიძლება იყოს ტკბილი, მწარე, მჟავე, ხილის, შემწვარი, მოხალული, შოკოლოდასი და სხვა გემოების.

ინგრედიენტები

სვია

კრაფტ ლუდის მხარშავი სვიას ხარშვისას ისე იყენებს, როგორცშეფ მზარეულისანელებლებს კერძის მომზადების დროს. სვიის მარცვლები მძაფრ ყვავილოვან გემოს წარმოქმნიან, რაც კრაფტ ლუდს არომატსა და სიმწარეს სძენს. სვიის სიმწარე აბალანსებს ალაოს სიტკბოს. სვია ასევე მოქმედებს, როგორც კონსერვანტი. არსებობს ათასობით სვიის სახეობა, ყველა თავისი უნიკალური სიმწარით და არომატის თვისებებით.

ალაო

ალაო არის ლუდის სული, რადგან იგი ზოგადად ლუდის სხეულად მოისაზრება. ეს არის მარცვლეული ქერი, რომელიც აღმოცენების შემდეგ იხალება ან იწვება. მოხალული ალაო ხელს უწყობს ფერის და უნიკალური არომატის გავრცელებას.

საფუარი

ფერმენტაციის დროს, საფუარი უერთდება შაქარს და ქმნის ალკოჰოლს. მნიშვნელოვანია ლაგერისა და ეილის საფუარის განსხვავება. ამ ორი ფართოდ გავრცელებული ლუდისათვის ძალიან ბევრი სახეობის საფუარი არსებობს. მას შეუძლია ლუდს გამორჩეული გემო  მისცეს ან უფრო გაანეიტრალოს იგი. კრაფტ ლუდის ბოთლში ცოცხალი საფუარია მოთავსებული, რომელიც ვიტამინების მდიდარ, ცოცხალ ნალექად იქცევა და ბოთლის ძირში იწრიტება.

წყალი

ადგილობრივი კლიმატი და გეოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია ლუდისთვის. ლუდი დამოკიდებულია რეგიონზე. წყალი შეიცავს მრავალ მინერალს, რომელიც ზეგავლენას ახდენს სვიისა და ალაოს ინტეგრირებაზე კრაფტ ლუდში. დღეს მსოფლიოში უკვე ბევრი კრაფტ ლუდის მწარმოებელი არეგულირებს ქიმიურ პროცესებს წყალში, რათა კონკრეტული ლუდის სახეობას მაქსიმალურად მოარგოს.

რიცხობრივი განმარტება

SRM

SRM მაჩვენებელი ლუდს ფერების მიხედვით განასხვავებს. ძალიან ღია ფერის ლუდს როგორც წესი  5 SRM აქვს, ხოლო მუქი სტაუტის სპექტრი, როგორც წესი 25-40 SRM- შორის მერყეობს.

IBU

IBU (საერთაშორისო სიმწარის ერთეული) არის სიმწარის საზომი. ის მერყეობს 0-დან 100-მდე. ზოგიერთი შეიძლება იყოს აგრესიულად მწარე, სხვები კი უფრო ნაკლებად.

ABV

ABV (მოცულობითი ალკოჰოლი) მერყეობს 3%-დან 20%-მდე. ამერიკაში კრაფტ ლუდის სახეობების ABV საშუალოდ 5.9%-.

ჭურჭელი

მინის ბოთლიდან ლუდის მირთმევა იგივეა, რაც 3 ფილმის სპეციალური სათვალის გარეშე ყურება. კრაფტ ლუდებს არაჩვეულებრივი არომატები აქვთ, თუ მათ გაბრწყინების საშუალებას მისცემთ. შესაბამისი მინის ჭურჭლით ლუდის მირთმევა მასში წარმოქმნილ ბუშტებსა და არომატს აუმჯობესებს.

საჭმლის შეხამება

არ შეიბოჭოთ თავი ლუდის და საკვების შეთავსების დროს, მაგრამ თუ არ იცით, როგორ დაიწყოთ, ჩვენი მცირე რეკომენდაცია ხელს შეგიწყობთ აღმოჩენების გაკეთებაში. მძაფრი არომატის მქონე საკვები ჯობს სუსტარომატიან ლუდთან ერთად მიირთვათ და პირიქით.

ჩამოსხმა

კრაფტ ლუდი ყოველთვის გრილ და სუფთა ადგილას შეინახეთ. მიირთვით კრაფტ ლუდი სუფთა და ახლად გარეცხილი მინის ჭიქით. საშუალო სიმწარის, ლაგერის ტიპის ლუდი საუკეთესოა, როდესაც მისი ტემპერატურა 4 გრადუსს არ აღემატება.  ხოლო, კრაფტ ლუდების უმრავლესობა 10-13 გრადუსზეა დასაგემოვნებლად საუკეთესო.

რატომ კრაფტ ლუდი?

  1. საინტერესო რადგან ის უნიკალურია, ჯანსაღია, ექსპერიმენტალური და ამავდროულად ტრადიციული.
  2. ადგილობრივი საქართველოში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულით.
  3. ტრენდულიის მორგებულია თანამედროებას,  ხალხი დაგემოვნებისთანავე მასზე საუბრობს.
  4. ეკოლოგიურად სუფთა – „ფრეშპროდუქტი

Post a Comment